ანტიესპანური გამოსვლები კატალონიაში

კატალონიელი სეპარატისტების ლიდერები უკვე 6 თვეა ციხეში სხედან და ესპანური მართლმსაჯულების განაჩენს ელოდებიან. მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით კი ბარსელონაში მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. პოლიციის ინფომაციით, ქუჩებში 300 ათასი ადამიანი გავიდა.

ჯერჯერობით ჩვენ მშვიდობიანი პროტესტით გამოვდივართ, მაგრამ როგორც ჩანს, დადგა დრო, სხვანაირად ვიმოქმედოთ, რომ მადრიდში ბოლოს და ბოლოს, გაიგონ ჩვენი მოთხოვნები. ჩვენ მზად ვართ, უფრო შორს წავიდეთ. მაგალითად, გადავკეტოთ მადრიდში მიმავალი გზები. მხოლოდ ასე თუ მივაღწევთ შედეგს.

ამ დროისთვის მადრიდის ციხეში 15 კატალონიელი პოლიტიკოსი იმყოფება. კატალონიის ჟენერალიტეტის ყოფილი მეთაური კარლეს პუჩდემონი კი ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილებას გერმანიაში ელოდება.

სეპარასტიტული ორგანიზაციები, მაგალითად ისეთი, როგორიცაა კატალონიის ნაციონალური ასამბლეა, ესპანეთის პოლიტიკურ ელიტაზე ზემოქმედებას ცდილობენ. ამით იმის ჩვენება სურთ, რომ თუკი მოინდომებენ, სიტუაციის დესტაბილიზაცია შეუძლიათ.

დეკემბერში ჩატარებული ვადამდელი არჩევნების შემდეგ კატალონიის პარლამენტმა ადგილობრივი მთავრობის ახალი მეთაურის არჩევა ამ დრომდე ვერ მოახერხა. მომდევმო კენჭისყრა 22 მაისს არის დანიშნული. თუკი ახალი ლიდერის არჩევა კვლავ ვერ მოხერხდება, კატალონიაში კიდევ ერთი ვადანმდელი არჩევნები დაინიშნება.