აბაშიშვილის ბრალდება "ქართულ ოცნებას" და "ევროპულ საქართველოს"

მორიგი ახალი ბინძური კამპანია ქვეყნის პირველი პირის წინააღმდეგ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ამბობს, რომ „ევროპულმა საქართველომ“ და „ქართულმა ოცნებამ“ ახალი საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირება დაიწყეს და ამ უმრავლესობის მთავარი გამაერთიანებელი პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრძოლაა. გიორგი აბაშიშვილი ამ კომენტარით უმრავლესობის კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც შეწყალების საკითხს უკავშირდებოდა. ადმინისტრაციის უფროსის თქმით, გიორგი მარგველაშვილმა საკითხთან დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი გასცა.