სასტიკი მკვლელობა ვაკეში - სასამართლო პროცესი

16-დან 20 წლამდე თუ სამუდამო პატიმრობა? ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის ვეფხია ბაქრაძის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობენ. ცოტა ხანში გახდება ცნობილი სასჯელის რა ზომას გამოიყენებს პირველი ინსტანცია ბაქრაძის წინააღმდეგ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თაკო გამრეკელაშვილს შვილების თვალწინ ყელი გამოჭრა.