არჩილ ტატუნაშვილის საქმე

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე, სახელმწიფო მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა საერთაშორისო მექანიზმს გამოიყენებს იმისთვის, რომ ობიექტური გამოძიება ჩატარდეს. ქეთევან ციხელაშვილი არ აკონკრეტებს, დააყენებს თუ არა ქართული მხარე არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემის მოთხოვნას ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შესახებ შეხვედრაზე. გარდაცვლილის ოჯახი ე. წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებისგან, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, გარდაცვლილი ჯარისკაცის შინაგანი ორგანოების გადმოცემას, ასევე, სამედიცინო და სამართლებრივი დოკუმენტაციის მოწოდებას ითხოვს.