Rotting Christ-ის წევრები თბილისის აეროპორტში 12 საათის განმავლობაში შეაყოვნეს

ბერძნული მუსიკალური ჯგუფის Rotting ქრაისტის წევრები თბილისის საერთაშრისო აეროპორტში 12 საათის განმავლობაში შეაფერხეს. მეტალ-ბენდმა თბილისში კონცერტი 12 აპრილს გამართა. ინტერნეტში ჯგუფის სოლისტის საკის ტოლის განცხადება გავრცელდა. მუსიკოსი ამბობს რომ კონცერტამდე 12 საათის განმავლობაში აეროპორტში იყო დაკავებული. ბენდის წევრებს ჩამოართვეს ტელეფონები და პასპორტები, დაკავებამდე კი მიზეზი არ დაუსახელებიათ. „ჩვენმა ადვოკატებმა მოგვიანებით შეგვატყობინეს,რომ ჩვენი ქვეყნის უშიშროების არასასურველი პირების სიაში ვიყავით, როგორც სატანისტები და ამასთან ტერორიზმში ეჭვმიტანილები“ . შსს-ში კი აცხადებენ რომ აეროპორტში ბენდის წევრები არ დაუკავებიათ, უბრალოდ შეფერხებული იყვნენ აეროპორტში საბუთების გადამოწმების მიზნით.