აქცია "ქართუ ბანკთან"

მშენებლობა „ ნაძალადევი 2008“-ის ამხანაგობის წევრები ბანკ ქართუს შენობასთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებს უკვე მე-6 წელია ბანკი ქართუს იურიდიული სამსახური უფროსთან ალა კახნიაურთან სამართლებრივი დავა აქვთ. ამხანაგობის წევრები კახნიაურს და მის მეუღლეს ქონების მითვისებაში ადანაშაულებენ. საპროტესტო აქციის წევრები ამბობენ, რომ მშნებლობაში გადახდილი აქვთ თანხები, მაგრამ ალა კახნიაურმა და მისმა მეუღლემ „ ნაძალადევი 2008“-ის ფართი ფიქტიურად გადაუფორმეს თავის ახლობლებს და ახლა აშენებულ კორპუსში თავად ცხოვრობენ. ამხანაგობის იურისტი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ბანკირები ხალხს ძარცვავენ და ქონებას ართმევენ. უფლებადამცველი მოითხოვს, რომ წართმეული ქონება კანონიერ მფლობელებს დაუნრუნდეს.