ბათუმის მე-14 ბაღში გამოძიება ბავშვებზე ძალადობის მუხლით დაიწყო

რა მოხდა ბათუმის მე-14 ბაღში? ბავშვზე ძალადობის მუხლით გამოძიება უკვე დაიწყო, თუმცა მანამდე გეტყვით რომ მოკვლევა დაწყებულია მშობლის განცხადების საფუძველზე, კერძოდ სასწავლო დაწესებლებაში მოზარდებს ანალიზის ასაღებად ერთმანეთის გვერდიგვერდ აშიშვლებდნენ, რაც ბავშვებისთვის სტრესული იყო და მოზარდების უფლებები დაირღვა. სახალხო დამცველთან ერთად ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროც იკვლევს.