თბილისის მთავრობის სხდომა

დედაქალაქის მერმა თბილისის ათივე გამგეობის მუშაობის პირველი კვარტლის შედეგები შეაჯამა. მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ გამგეობების უმრავლესობამ წელს ბიუჯეტის შესრულების 91%-დან 98%-მდე შედეგი აჩვენა. თბილისის მერის თქმით, 75-78%-ს შორის მერყეობს სამი გამგეობის შესრულების შედეგები. კახა კალაძემ ასევე, ათივე რაიონის გამგეობის რამდენიმე მნიშვნელოვანი შეჯამებული მონაცემი წარადგინა. დედაქალაქის მერის განცხადებით, მოკვლევისას სამგორის რაიონის გამგეობამ ყველაზე დაბალი 58 პროცენტიანი შედეგი აჩვენა, რაც კახა კალაძის თქმით სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. თბილისის მერი სამგორის გამგებლის გადადგომის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და დავით კერესელიძეს გადაწყვეტილება მოუწონა.