დმანისის გადარჩენის ფონდის კონფერენცია

სამთომოპოვებისას გამოვლენილი დარღვევები, დმანისის გადარჩენის ფონდის საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმები, ამ თემაზე დღეს საერთო კონფერენცია პოლიტიკურმა პარტიებმა, არასამთავროვო ორგანიზაციებმა და დაინტერესებულმა პირებმა გამართეს. დმანისის გადარჩენის ფონდის წარმომადგენლების განაცხადებით, აქვთ კონკრეტული მასალები და მტკიცებულებები, რომელიც სისხლისამართლებრივ ნიშნებს შეიცავს. ფონდის დამფუძნებლების თქმით, შესაბამისი რეგირებისთვის უახლოეს მომავალში პროკურატურას მიმართავენ, ასევე ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.