თბილისის მთავრობის სხდომა

თბილისის მერია ოდიშელიძის, ტაშკენტის, საირმისა და საბურთალოს ქუჩებზე ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანას მიწის ქვეშ აპირებს. დღევანდელი გადაწყვეტილებით, კახა კალაძემ კომპანია „თელასთან“ კონსულტაციები დაიწყო, რათა პრობლემური ელექტროხაზების მიწისქვეშ გაყვანა ეტაპობრივად მოხდეს. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება და რამდენ ხანს გასტანს აღნიშნული სამუშაოები. გარდა ამისა, თბილისის მთავრობა დღეს ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე სატრანპორტო კვანძის მშენებლობას იწყებს. პროექტზე ბიუჯეტიდან 2 მილიონ ხუთასი ათასი ლარი გამოიყოფა.