შეტაკებები ერევანში

ერევანში მდგომარეობა უკიდირესად დაიძაბა. მომიტინგეების და პოლიციის შეტაკებები, რომელიც გუშინ დაიწუო, მთელი ღამის განმავლობაში და დღესაც გაგრძელდა. პოლიცია ცდილობდა აქციის მონაწილოეებისთის ქუჩებში ბარიკადების მოწყობის საშუალება არ მიეცა. დღეს დილას პოლიციამ დაკავებები დაიწყო. სომხეთის დედაქალაქის პოლიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია 29 მომიტინგე. ისინი პოლიციის განყოფილებებში არიან გადაყვანილები. ამის მიუხედავად ოპოზიცია და მისი მხარამჭრები გაჩერებას არ აპირებენ და პარლამენტის შენობის ბლოკირებით კვლავ იმუქრებიან.

ნიკოლ პაშინიანი, ოპოზიციის ლიდერი

ჩვენი მონაცემებით პოლიციაში დაახლოებით 30 კაცი წაიყვანეს. მაგრამ ეს არაფერს ცვლის. ჩვენ განვარძობთ იგივე ტაქტიკით მოქმედებას. ქაოტურად ვიმოძრაოთ და ქუჩები გადავკეტოთ. მინდა გითხრათ, რომ მე ვერავის მოვუწოდებ ბრძოლას, თუკი თავად არ ვიქნები ფრონტის წინა ხაზზე.

შეტაკებების შედეგად არიან დაშავებულებიც. სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს დილის 9 სააათის მონაცემებით საავადმყოფოებში 12 დაშავებული რჩება. მათგან ერთს, პოლიციელს, ოპერაციაც დასჭირდა, თუმცა არც ერთი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სულ კი ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებებს 40-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა, რომელთაგან 6 პოლიციელი იყო. დაშავდა ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ პაშინიანიც, რომელმაც მავთულხლართზე ხელი დაიზიანა.

საპროტესტო გამოსვლები ერევანში მეოთხე დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეები ექსპრეზიდენტ სერჟ სარქისიანის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რაც პარლამენტმა დღეს უნდა დაამტკიცოს. სომხეთი საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე გადავიდა. ახალი კონსტიტუციით,  სომხეთში პრეზიდენტის უფლებამოსილებები სუსტებდა და  პრემიერ-მინისტრის ძლიერდება.