ტერეზა მეის გამოსვლა ბრიტანეთის პარლამენტში

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი სირიაში განხორციელებულ სარაკეტო იერიშთან დაკავშირებით ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოვიდა. მეიმ განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ქვეყნის ნაციონალური ინტერსებით ხელმღვანელობდა.

ტენერეზა მეი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი

ნება მომეცით, მოგახსენოთ მაქსიმალურად მკაფიოდ და ნათლად: ჩვენ ვიმოქმედეთ  ჩვენი ნაციონალური ინტერესების შესაბამისად. ჩვენს ნაციონალურ ინტერესებში შედის ქიმიური იარაღის შემდგომი გამოყენების აღკვეთა სირიაში. ასევე ამ ტიპის იარაღის გამოყენების დაუშვებლობა გლობალური მასშტაბით. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ  ქიმიური იარაღის გამოყენება რაღაც ყოველდღიურობად იქცეს სირიაში, დიდი ბრიტანეთის ქუჩებში თუ სადმე სხვაგან. ასე რომ ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით არა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თხოვნით, არამედ იმიტომ, რომ თავად ჩავთვალეთ ის საჭიროდ.

სარაკეტო იერიშზე გადაწყვეტილების მიღებისას მეის პარლამენტში კონსულტაცია არ გაუვლია, რამაც ბევრის გაღიზიანება გამოიწვია. ლეიბორისტების ლიდერმა ჯერემი კორბინმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სამხედრო მოქმედებების შესახებ სპეციალური კანონის მიღებაა საჭირო, რომ მთავრობას პარლამენტის გარეშე მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება აეკრძალოს.