ევროკავშირში ირანისთვის სანქციების გამკაცრებაზე ვერ შეთანხმდნენ

ევროკავშირმა ირანისთვის სანქციების გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება ვერ მიიღო. კავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც ლუქსემბურგში შეიკრიბნენ, მხოლოდ განცხადების გაკეთებით შემოიფარგლნენ. ევროპელმა მინისტრებმა ირანში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები და სირიაში მოქმედებები დაგმეს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ევროპელებს ირანთან ხელსაყრელი კონტარქტების დაღვევა არ სურთ.

ფირუე ნავანდი, ბრიუსელის უნივერისტეტის პროფესორი

ირანის მიერ თავისი ვალდებულებების შეუსრულებლობის დამაჯერებელი მტკიცებულებების მიუხედავად, ასევე გაეროს და ევროპარლამენტის კრიტიკული მოხსენებების მიუხედავად, ევროკავშირი საჭიროს არ მიიჩნევს ამ დოკუმენტების ფრიალს და ირანთან კონტაქტების შენარჩუნებას უჭერს მხარს. ევროპელები ამერიკელებზე მეტად ითვალისწინებენ ეკონომიკურ ფაქტორებს, რაც მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

ურანის საკითხთან დაკავშირებით ახლა ყურადღება ვაშინგტონისკენ არის მიპყრობილი. დონალდ ტრამპმა ლონდონთან, პარიზთან და ბერლინთან კონსულტაციების შედეგად 12 მაისს უნდა გამოაცხადოს, გამოვა თუ არა  ბარაქ ობამას მიერ ირანთან გაფორმებული ეგრეთ წოდებული ბირთვული შეთანხმებიდან.