კლუბების მენეჯერები დღეს შს მინისტრს შეხვდებიან

შინაგან საქმეთა მინისტრსა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს შორის დღეს პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართება. ცნობილია, რომ აუდიენციის მთავარი თემა 12 მაისს ჩატარებული სპეცოპერაცია იქნება, ასევე დაზუსტდება ორ სამუშაო ჯგუფში მომუშავე პირების სია. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ უნდა გახდეს ასევე ცნობილი, როდის გაიხსნება მოსამართლის განჩინებით დალუქული კლუბები.