ინციდენტების პრევენციის შეხვედრა

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საკითხი. საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავების ფაქტები და სოფელ ნიქოზში ოკუპანტების მიერ გავლებული ხნულები. ეს ის საკითხებია რასაც ქართული მხარე დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრაზე დააყენებს. ორთვიანი პაუზის შემდეგ დღეს ერგნეთში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. წინა, 85-ე რაუნდი პირველ მარტს ქართულმა მხარემ ოკუპირებული ცხინვალიდან არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების გაჭიანურების გამო პროტესტის ნიშნად შეაჩერა. ერგნეთის შეხვედრას დღეს პირველად ესწრება თბილისის დელეგაციის ახალი ხელმძღვანელი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპატამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძე. მან კახაბერ ქემოკლიძე შეცვალა, ასევე შეიცვალა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წარმომადგენელიც, მურატ ჯიეოვის ნაცვლად დღეიდან მოლაპარაკებაში ეგორ კოჩიევი ჩაერთვება მოლაპარაკებებში.