თბილისის მთავრობის სხდომა

თბილისის მერია 90-იანი წლებში კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულების პრობლემის მოგვარებას იწყებს. როგორც კახა კალაძემ დღევანდელი სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი დედაქალაქში მცხოვრები 3000-ზე მეტ ოჯახს ეხება. მისივე თქმით, პირველ ეტაპზე მოძიებულია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 16 ჰექტარი მიწის ნაკვეთები და სულ მცირე 800 ოჯახი დაკმაყოფილდება. კალაძის თქმით, დეველოპერული კომპანიების შერჩევა კონკურენტული პრინციპით განხორციელდება, ხოლო კრიტერიუმი იქნება შედეგი – ვინც მეტი პირის დაკმაყოფილებას შეძლებს, ის იქნება გამარჯვებული.