დაპირისპირება ღაზას სექტორში - გამოხმაურება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ღაზას სექტორში ბოლო ორი დღის განმავლობაში განვიტარებულ მოვლენებს ტრაგიკული და შემაშფოთებელი უწოდა. მეიმ დაპირისპირების ფაქტზე, რომელსაც ებრაეილი სამხედროების მიერ 58  პალესტინელის ლიკვიდაცია მოჰყვა, საერთაშორისო გამოძიების დაწყება მოითხოვა. ბრიტანეთის პრემიერმა განცხადება თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.