ალექსი ნავალნის პატიმრობა შეეფარდა

მოსკოვის სასამართლომ ოპოზიციის ლიდერ ალექსეი ნავალნის 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. მიზეზი ვლადიმირ პუტინიის ინაუგურაციის წინ ჩატარებული არასანქცირებული საპროტესტო აქციების სერია გახდა.პროცესზე ალექსეი ნავალნიმ განაცხადა, რომ მოსკოვის მერია დაგეგმილი აქციის შესახებ გაფრთხილებული იყო, თუმცა მიტინგისთვის შესაფერისი ადგილი არ შესთავაზა. ნავალნის თქმით, აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა, სანამ ხელისუფლების მხარდამჭერი ჯგუფი არ დაესხა თავს.საპროტესტო გამოსვლები ლოზუნგით - „ის ჩვენი მეფე არ არის“ - პუტინის ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე, რუსეთის 90 ქალაქში გაიმართა. აქციების მიმდინარეობისას 1600 ადამიანი დააკავეს.