აქცია ქართულმა მარშმაც გააუქმა

„ქართული მარში“ დღეს აქციებს აღარ გამართავს, - ამის შესახებ ტვ პირველს მარშის ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ განუცხადა. როგორც ბრეგაძე ამბობს „ქართული მარში“ გააუქმებდა დაგეგმილ ყველა აქციას, თუ ლგბტ პირთა აქციები არ გაიმართებოდა და ამ პირობას შეასრულებს. როგორც ქართული მარშის ერთ-ერთ ლიდერი აცხადებს ისინი დღეს საპატრიარქოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს შეურთდებიან.