სამებაში ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით ლიტურგია მიმდინარეობს

სამების საკათედრო ტაძარში დილიდან საღმრთო ლიტურგია აღევლინება. მართლმადიდებელი მრევლი ამაღლებასა და ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს. პარალელურად, სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ჯვრისწერის ცერემონია გაიმართა. საპატრიარქოს ჩოხოსანთა კავშირის ორგანიზებით ჯვარი 40-მა წყვილმა დაიწერა. ვარდების მოედანზე შეკრებილების ბოლო გაჩერება სწორედ სამების საკათედრო ტაძარი იქნება, სადაც მათ პატრიარქი დალოცავს.