პოლიციის სამმართველოში კლუბ „გალერის“ დამფუძნებელი დაკითხეს

კაფე გალერის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პოლიციის მთავარ სამმართველოში რამდენიმე საათის განმავლობაში მოწმის სტატუსით იკითხებოდა. უწყებიდან გამოსულმა ალექსანდრე ანთაძემ განაცხადა, რომ სამართალდამცველების კითხვები ზოგადი იყო და ის ღამის კლუბის საქმიანობას ეხებოდა. ანთაძე გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა და დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვავში საგამოძიებო უწყებაში მისვლას ისევ აპირებს.12 მაისს ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულთა შორის ერთ-ერთი „გალერის“ დაცვის უფროსია.