"ქართული მარშის" აქტივისტებს სასამართლომ ფულადი ჯარიმა დააკისრა

რუსთაველის გამზირზე 13 მაისს კონტრაქციის დროს დაკავებულ 10 აქტივისტს სასამართლომ ფულადი ჯარიმა დააკისრა, ერთ მათგანს კი სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. კონტრაქციის წევრები პოლიციამ 13 მაისს დააკავა, მათ შორის იყვნენ ე.წ. ქართული მარშის წარმომადგენლებიც. აქტივისტები 12 მაისს კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, პარლამენტის წინ შეკრებილი ახალგაზრდების წინააღმდეგ კონტრაქციას მართავდნენ და მათ დაშლას ძალისმიერი მეთოდებით ცდილობდნენ.