რუსეთში „პატრიოტთა ალიანსის“ კიდევ ერთი წევრი გაემგზავრა

ოკუპანტ ქვეყანასთან სასაუბროდ ადა მარშანიას და ნატო ჩხეიძის შემდეგ პატრიოტთა ალიანსის" კიდევ ერთი წევრი, გიორგი ლომია გაემგზავრა. საპარლამენტო ფრაქციის წარმომადგენლები რუსეთში შეხვედრებს დღეიდან დაიწყებენ. მოსკოვში პატრიოტთა ალიანსის ეს უკვე მესამე ვიზიტია, რა დროსაც დელეგაცია შეხვედრებს ისევ რუსეთის სათათბიროს წევრებთან გეგმავს.განხილვის მთავარ თემად როგორც პარტიაში აცხადებენ ქვეყნებს შორის ურთიერთობა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება სახელდება.