11-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ჩაერთო

საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის 11-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ოფიციალურად ჩაერთო. უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა. ქართული ქვედანაყოფი მომდევნო შვიდი თვის განმავლობაში სამშვიდობო მისიას აშშ-ის არმიის ტაქტიკური დაჯგუფება „Manchu”-ს დაქვემდებარებაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე შეასრულებს.