პროფესიული სასწავლებლების პედაგოგების გადამზადება

პროფესიონალი მშენებლების მომზადების მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის მხარდაჭერით, მშენებლობის მიმართულებით პროფესიული სასწავლებლების პედაგოგების გადამზადება დაიწყო. პროექტის მიზანია, პროფესიული განათლების მასწავლებლები გაეცნონ იმ უახლეს ტექნოლოგიებს, სწავლების მეთოდებსა და სასწავლო რესურსებს, რომლებიც გამოიყენება მშენებლობის სპეციალობების შესწავლისათვის და არის აუცილებელი პროფესიონალი კადრების მოსამზადებლად.