რუსთაველზე აქციები ერთი კვირით შეწყდა

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ხელისუფლებას ისევ ერთკვირიან ვადას აძლევს. ზაზა სარალიძე ერთი კვირის განმავლობაში შვილის მკვლელობაში ყველა მონაწილის დასჯას ითხოვს. მანამდე კი პარლამენტის წინ აქციები აღარ გაიმართება. სარალიძის ინიციატივას, აქციების ერთი კვირით შეჩერებასთან დაკავშირებით, პანკისში, სპეცოპერაციისას მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილიც მხარს უჭერს.