ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრა

მოლაპარაკება კონსტრუქციული და სასარგებლო იყო, თუმცა ბევრი პრობლემის მოგვარება ვერ მოხერხდა. ასე გამოეხმაურნენ ეგრეთ წოდებული ნორმანდიული ოთხეულის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას, რომელიც გერმანიაში გაიმართა. ნორმანდიული ოთხეული უკრაინას, რუსეთს, გერმანიას და საფრანგეთს აერთიანებს და აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული კონფლიქტის მოსაგვარებლად შეიქმნა.