რუსთაველის გამზირზე დაკავებულების სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსთაველის გამზირზე აქციაზე დაკავებულ ფარნაოზ ჭკადუასა და გიორგი რუხაიას 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ხოლო გიორგი მაჩაიძე, გიორგი ხაბურზანია და დავით ოსიყმაშვილი 1000-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მოსამართლემ ცალკე განიხილა აქციაზე დაკავებული ბესიკ გაზდელიანის საქმე, რომელსაც 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.