პრეზიდენტი: უნდა დამთავრდეს ეს მასკარადი

რატომ მიდიან ან ინიშნებიან მოულოდნელად პრემიერ მინისტრები საქართველოში? „ეს მასკარადი უნდა დასრულდეს“ - ასე გამოეხმაურა სამთავრობო ცვლილებას საქართველოს პრეზიდენტი. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პასუხისმგებელმა პოლიტიკოსებმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღონ და ქვეყნის პრემიერ მინისტრად მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უნდა დაასახელონ, როგორც ეს ევროპაში ხდება. ქვეყნის პირველ პირს არც მესამე პრემიერი გამოარჩა და გიორგი კვირიკაშვილი ყველაზე კომფორტულ თანამდებობის პირად დაასახელა. პრეზიდენტს მალევე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ და სიმშვიდისკენ მოუწოდა, განცხადებას კი არასერიოზული უწოდა. გიორგი კიკაბიძე უფრო დეტალურად გაგვაცნობს განცხადებებს.