ვინ შეცვლის კვირიკაშვილს?

ვინ ჩაანაცვლებს გიორგი კვირიკაშვილს? მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ, კონსტიტუციით მმართველ გუნდს შვიდდღიანი ფიქრის დრო ეძლევა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ ამ დროს არ გამოიყენებს, რადგან გიორგი კვირიკაშვილის შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავთ. მთავრობის მეთაურის კანდიდატურა შესაძლოა დღესაც დასახელდეს. ქათული ოცნება სამსჯელოდ პარტიის ცენტრალურ ოფისში 5  საათზე შეიკრიბება. მედიაში სავარაუდო კანდიდატები უკვე ვრცელდება. პირველ ვერსიად განიხილება ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე, შესაძლოა პირველად საქართველოს ისტორიაში მთავრობას ქალმა უხელმძღვანელოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი  მაია ცქიტიშვილი სამიდან ერთ-ერთი სავარაუდო კანდიდატია. ამ პოსტზე ასევე მოიაზრება შინაგან საქმეტა მინისტრი მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გახარია