კვირიკაშვილის გადადგომას უცხოური პრესა ეხმაურება

როგორ აფასებენ კვირიკაშვილის გადადგომას ქვეყნის ფარგლებს გარეთ? სამთავრობო ცვლილებებს უცხოური მედიაც ეხმაურება, მათ შორის არის Euronews, რომელიც გიორგი კვირიკაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას, ქართული ოცნების ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან არსებულ უთანხოებას და იმ ბოლო დროინდელ საპროტესტო ტალღასაც უკავშრებს, რომელიც ზაზა სარალიძის თემას ეძღვნება. გიორგი კვირიკაშვილის გადადგომაზე წერს reuters-იც რომელიც მის მიერ თანამდებობის დატოვებას, ქვეყნის უმდიდრეს ადამიანსა და „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს. გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას ბოლო დროინდელ საპროტესტო აქციებს და ქვეყნის ეკონომიკურ ვითარებას უკავშირებს Aljazeera. გამოცემა წერს, რომ კვირიკაშვილის გადადგომა მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის შეუთანხმებლობას უკავშირდება.