მკვლელობა თბილისში

ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს თბილისში. შემთხვევა ნაძალადევის რაიონში მოხდა. ორ ახალგაზრდას შორის დაწყებული შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რის შემდეგაც ერთმა მეორეს ბლაგვი საგნით, სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა.პოლიციას სავარაუდო დამნაშავე უკვე იდენტიფიცირებული ყავს, რომელსაც ასევე დაზიანებები აქვს მიყენებული. მამაკაცი სამართალდამცველების მეთვალყურეობის ქვეშ საავადმყოფოშია მოთავსებული.