ძალადობა მარნეულში - დაკითხვები პროკურატურაში

ადვოკატს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში ამ წუთებში ელოდებიან. გვიან ღამემდე გაგრძელდა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში საკრებულოს წევრების დაკითხვა, მათ შორის იყო "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი აზერ სულეიმანოვი, რომელსაც ბრალი ელჩინ ალახვერდიევის მიმართ ცემის ფაქტზე წაუყენეს. იკითხებოდა დაზარალებულიც, მამაკაცმა შენობა სათადარიგო გასასვლელიდან დატოვა.დარჩება თუ არა პატიმრობაში მარნეულის მერი თემურ აბაზოვი - აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე გადაწყვეტილება დღეს სასამართლომ უნდა მიიღოს.