სტიქია სვანეთში

ჭუბერში გამოიდარა, თუმცა, სპეციალისტები ჯერჯერობით პროგნოზების გაკეთებისაგან თავს იკავებენ. ამ წუთებში სპეციალისტები ცდილობენ, რომ მდინარე ნენსკრას კალაპოტს მიმართულება შეუცვალონ და ნაპირები გაამაგრონ. ჭუბერში სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად საგანგებო შტაბმა თავდაცვის სამინისტროს დამატებითი საინჟინრო ტექნიკის მიწოდების თხოვნით მიმართა. ჭუბერში სტიქიამ 6 ხიდი დააზიანა, რის გამოც მდინარე ნენსკრას მარცხენა ნაპირზე მცხოვრებ მოსახლეობასთან საავტომობილო კომუნიკაცია გართულებულია. სამანქანო ხიდის არარსებობის გამო, პრობლემურ კერებამდე ვერ ხერხდება ტექნიკის მიყვანა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ვერტმფრენის მეშვეობით კიდევ ერთხელ შეაფასეს ჭუბერისა და ბეჩოს თემში შემქნილი მდგომარეობა.