მალხაზ მაჩალიკაშვილის სკანდალური განცხადება

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ გახარიასთან შეხვედრის შეთავაზება მიიღო, სადაც მის ლიკვიდაციას ან დაკავებას აპირებდნენ. სკანდალური განცხადება მალხაზ მაჩალიკაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში გააკეთა. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მას სუს-ის აგენტ-პროვოკატორები შეხვდნენ და უთხრეს, რომ თუ საიდუმლო ბინაში მისვლას დათანხმდებოდა, გახარია უამბობდა ყველაფერს, რაც კი მისი შვილის მკვლელობის შესახებ არ იცოდა.----მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, გახარიასთან შეხვედრის ორგანიზებას ჰპირდებოდა პირი, რომელსაც მუჰამედს ეძახიან. მაჩალიკაშვილის განცხადებით, ეს ადამიანი სირიაში იბრძოდა და ასევე, მეგობრობდა რამაზ მარგოშვილთან, რომელიც პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს აიყვანეს და ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით არის დაკავებული. მაჩალიშვილი აცხადებს, რომ აცხადებს, რომ მუჰამედთან ერთად ერთ-ერთ შეხვედრაზე კიდევ ერთი ადამიანი იმყოფებოდა. ეს იყო ბესლან ლორსანოვი, რომელიც პარლამენტის წინ მიმდინარე ერთ-ერთი აქციის დროს გახარიას უწყებამ დააკავა.სკანდალურ განცხადებებს აფასებენ საკანონმდებლო ორგანოში. ქართულ ოცნებაში ინფორმაციას მალხაზ მაჩალიკაშვილის ფიქრებს უწოდებენ, ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ დადასტურდა, რომ ამ საქმის საგამოძიებო კომისიის შემქნა უარის თქმა არასწორი გადაწყვეტილება იყო.