თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ავღანეთში

თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში ვიზიტი ქაბულში დისლოცირებული ასეულის მონახულებით დაასრულა. თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა ქართული ასეულის მაღალი პროფესიონალიზმი აღნიშნეს და მისიის წარმატებით შესრულებისთვის თითოეულ მშვიდობისმყოფელს მადლობა გადაუხადეს.თავდაცვის მინისტრი გენერალ ჯონ ნიკოლსონთან ერთად სამშვიდობო მისიაში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეებისათვის გამართულ სპეციალურ ცერემონიალზეც იმყოფებოდა.