სასწრაფოს ახალი შენობა ფოთში

ფოთის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ახალი შენობა გადაეცა.სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განსათავსებლად, შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური სივრცეა მოწყობილი. თავად შენობაში პერსონალის მუშაობისა და მოსვენებისთვის ყველა პირობაა შექმნილი. წლის ბოლომდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ახალი შენობები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 17 რაიონულ სამსახურს გადაეცემა.