ფერნანდო იერო ნაკრებიდან წავიდა

ფერნანდო იერო ესპანეთის ნაკრებს ემშვიდობება. ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ იერო არა მხოლოდ ნაკრების მწვრთნელის პოსტს ტოვებს, არამედ, ფედერაციაში მუშაობის გაგრძელებასაც აღარ აპირებს. მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ნაკრების ყოფილი კაპიტანი ეროვნული გუნდის სპორტული დირექტორის თანამდებობას იკავებდა.