ორფოლოს პოლიგონზე ჯარისკაცი გარდაიცვალა

სამხედრო წვრთნების დროს ორფოლოს პოლიგონზე ჯარისკაცი გარდაიცვალა. ფაქტს ადასტურებს თავდასცვის სამინისტრო.  უწყების ინფორმაციით, მესამე ქვეითი ბრიგადის 34-ე ბატალიონის მძღოლი მირზა ჩაჩუა წვრთნების დასრულების შემდეგ შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ჯარისკაცი გულის უკმარისობით რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამ დროისთვის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. შს სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო, სისხლის სამართლის საქმე სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით აღიძრა.