მკვლელობა ხადის ხეობაში - კობაურს ბრალს დღეს წარუდგენენ

რამდენიმე საათში ხადის ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მწყემსს ბრალს ოფიციალურად  წაუყენებენ. საგამოძიებო ორგანო 20 წლის მალხაზ კობაურს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობას ედავება. ბრალის წარდგენის შემდეგ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლოს მიმართავს.