სამძიმარი აშშ-ის საელჩოსთან

ხადის ხეობაში მოკლული სმიტების ოჯახის სოლიდარობის მიზნით აშშ-ის საელჩოსთან მოქალაქეებმა ყვავილები მიიტანეს და სანთლები აანთეს. ადგილზე იმყოფებოდა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა. ზაზა სარალიძემ სხვა მოქალაქებთან ერთად გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო. მოკლული ოჯახის მიმართ სამძიმარი გამოთქვა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმაც.