მოზარდების მკვლელობის საქმე

უკვე რამდენიმე საათია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები 51-ე სკოლის მოსწავლეებს უსმენენ. არასრულწლოვნების დღევანდელი გამოკითხვებიც ფსიქოლოგების თანდასწრებით მიმდინარეობს. დეპუტატების თქმით, მოზარდების ჩვენებების დაზუსტება კომისიას რეალური სურათის აღდგენაში დაეხმარება.