ზვიად დევდარიანის საქმე

შინაგან საქმეთა სამინისტრო, არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" ყოფილი ხელმძღვანელის, ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.განცხადება შს მინისტრის მოადგილემ გააკეთა. ნათია მეზვრიშვილის თქმით, ჩატარებულია 40-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება და ამ დროისთვის დაკითხულია 21 პირი.