გლდანში "ბეკოს" მაღაზია გაქურდეს

ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, სადაც ჩანს სავარაუდოდ 4 არასრულწლოვანი, რომელიც მაღაზიის კარს ამტვრევს და მათ მობილური ტელეფონები გააქვს. მათი ვინაობა დადგენილია, თუმცა ისინი ამ დრომდე დაკავებულები არ არიან. საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიიდან წაღებულია 30 მდე მობილური ტელეფონი. მათი ღირებულება რამდენიმე ათას ლარს აღწევს. „ბეკოს“ გლდანის ფილიალი ამ თვეში უკვე მეორედ გაქურდეს. მაღაზია 13 ივნისსაც გაქურდეს. დამნაშავეები მაშინაც არასრულწლოვნები იყვნენ.