ნატოს სამიტი - სოლტენბერგის და მარგველაშვილის განცხადებები

კიდევ ერთი ღია მხარდაჭერა საქართველოს ნატოსგან. ბრიუსელში მიმდინარე ნატოს სამიტზე დღეს კიდევ ერთხელ გაჟღერდა ნატოს მზაობა, რომ საქართველო ნატოს სრულფასოვანი წევრი გახდეს. გზავნილის ავტორი ევროპის დედაქალაქიდან ალიანსის გენერალური მდივანია.  გიორგი მარგველაშვილისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებებით გაირკვა, რომ ალიანსის წევრები აფასებენ  საქართველოს წვლილსა და კონტრიბუციას მშვიდობის შენებაში. თუმცა, ზუსტი დრო თუ როდის დაფასდება ამგვარი მუშაობა ჩვენი ქვეყნისათვის ამ დრომდე უცნობია.ბრიუსელში დღეს ნატო-საქართველო-უკრაინის შეხვედრაც გაიმართება, სადაც ორი ქვეყნის ოკუპაცია საერთო მტრის მიერ მთავარი თემა იქნება.