საეჭვო გზავნილები პენტაგონში

პენტაგონში ორი საფოსტო გზავნილი მიიღეს, რომლებშიც სავარაუდოდ ტოქსიკური ნივთიერება რიცინი იყო. საეჭვო კორესპონდენცია უშუალოდ პენტაგონში არ მოხვედრილა, ის თავდაცვის უწყების სპეციალურ დამახარისხებელ ცენტრში აღმოაჩინეს, რომელიც უწყების გარეთ მდებარეობს. კონვერტები დაუყოვნებლივ გაგზავნეს ექსპეტიზაზე.