ჰაბიბ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

შერეული ორთაბრძოლების დაღესტნელმა მებრძოლმა ჰაბიბ ნურმაგომედოვმა მსუბუქ წონაში ჩემპიონის ტიტული დაიცვა, თუმცა ახლა მას დისკვალიფიკაცია ემუქრება. ასე დასრულდა ლას ვეგასში მისი ჩხუბი ირლანდიელ კონორ მაკგრეგორთან. მეტოქის დამარცხების შემდეგ ნურმაგომედოვმა ჩხუბი დარბაზში განაგრძო. საბოლოოდ მსაჯებმა ნურმაგომედოვი გამარჯვებულად გამოაცხადეს, მაგრამ დაჯილდოვების ცერემონია არ ჩატარებულა. მომხდარის გამო კი ამერიკაში გამოძიებაც დაიწყო.