ინტერპოლის პრეზიდენტი ჩინეთში დააკავეს

ინტერპოლის გენერალურ სამდივნოში განაცხადეს, რომ ორგანიზაციის გაუჩინარებული პრეზიდენტის, მენ ჰუნვეისგან  დაუყოვნებლივ გადადგომის შესახებ განცხადება მიიღეს. ახალ პრეზიდენტს ორგანიზაციაში ნოემბრის ბოლოს, დუბაიში დანიშნულ ინტერპოლის კონფერენციაზე აირჩევენ.