ავტოკატასტროფა ნიუ იორკის შტატში

ნიუ იორკის შტატში ავტოსაგზაო ინციდენტის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა. 18 მათგანი საქორწინო ლიმუზინის მგზავრები იყვნენ, 2 კი ქვეითად მოსიარულე.

პოლიციის ინფორმაციით, ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა, რის მერეც ლიმუზინი გზიდან გადავიდა და ხალხმრავალ გზაჯვარედინზე ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ამ დროისთვის ავარიის გამომწვევი მიზეზები უცნობია. ლიმუზინის მძღოლი დაღუპულია. პოლიციაში განაცხადეს, რომ დაღუპულთა ვინაობას მხოლოდ მას მერე გაასაჯაროებენ, რაც ტრაგედიის შესახებ მათ ოჯახებს შეატყობინებენ.