GOOGLE+ უქმდება

ამერიკული კორპორაცია გუგლი მის მიერ შექმნილი სოციალური ქსელის გუგლ პლუსის დახურვას აპირებს. მიზეზი პროგრამული ხარვეზებია, რამაც ნახევარი მილიონი მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის გაჟონვის საფრთხე შექმნა. კორპორაციის მიერ გამოქვეყნებულ კომუნიკეში ნათქვამია, რომ პოტენციური ბოროტმოქმედებისთვის ამ ხარვეზების შესახებ არაფერი იყო ცნობილი, რის გამოც მომხმარებელთა პერსონალური მონაცემები არ გამჟღავნებულა.